გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ მთლიანად გადმოვიდა ჩვენს განრიგზე - პიკეტირება მაშინ იქნება, როცა მოსამართლეთა საკითხის განხილვა იქნება

პრინციპულები ვართ, ერთიანები ვართ და ბოლომდე შეუპოვრები - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ქართული ოცნება“ მთლიანად გადმოვიდა ჩვენს განრიგზე - ოთხშაბათს გააუქმეს მოსამართლეთა კომიტეტი ანუ მოსამართლეთა დამტკიცება არ იქნება ოთხშაბათს კომიტეტზე, გადადეს ხუთშაბათისთვის. პიკეტირება მაშინ იქნება როცა მოსამართლეთა საკითხის განხილვა იქნება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის თემაა. ჩვენ გვექნება რეგიონებში მწვავე რეაქციები, ყველგან აბსოლუტურად.

რაც შეეხება 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, ვერ გავიგეთ, რა ღონისძიებას მართავს. საჯარო მოხელეების იძულებით ჩამოყვანა უნდა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ნამდვილად არ შევალთ იმავე კონტრაქციებში და იმავე სისულეებში, რასაც თვითონ მოქმედებენ. მთავარი არის ერთი რამ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გვინდა რომ იცოდეს, ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა , რომლითაც ვმოქმედებთ. „ქართული ოცნება“ რეაგირებს ჩვენს სამოქმედო გეგმაზე. მცირე ცვლილებებს იწვევს ხოლმე მათი პარლამენტის სესიის გაუქმება, კომიტეტის გაუქმება, გადადება. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა