ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა 12 დეკემბრისთვის გადაიდო

მე როგორც ვიცი, შიგნით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი დუღილი და წუხილია უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, - ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელია, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და მოქალაქეებს 12 დეკემბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„რამდენიმე წუთის წინ მივიღე ბოლო ინფორმაცია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა, რომელიც დაგეგმილი იყო 11 დეკემბერს, გადაიდო 12 დეკემბრისთვის და ისევ 09:30 საათზე გაიმართება. როგორც ჩანს, შიგნით ვერ არიან შეთანხმებულები. როგორც ირკვევა, საკმაოდ დიდია წინააღმდეგობრივი განწყობები კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს ერთგვარად კარგი სურათი ჩანს, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ეს კენჭისყრა, თითოეული დეპუტატისთვის. ამიტომ 11 დეკემბერს თუ 12- ში ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები ყველანი.

ამაზეც გვქონდა მსჯელობა, რომ მიუხედავად განწყობებისა, ეს ზეპარტიული თემაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. 12 დეკემბერს დაიგეგმა კენჭისყრა, შევიკრიბოთ პარლამენტთან. ხალხის ხმა პარლამენტს უნდა ესმოდეს, უნდა გაიგონოს ყველა დეპუტატმა. მე იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ყოველგვარი პარტიული მოწოდების გარეშე, მოვა პარლამენტთან და 12 დეკემბერს იდგება იქ.

მე როგორც ვიცი შიგნით „ქართულ ოცნებაში“ დიდი დუღილია და წუხილია ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ პარტიაში ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც იმ პერიოდში, როდესაც ეს მოსამართლეები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რეპრესირებულებიც იყვნენ და საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე გადაიტანეს უკანონობა. არ არის მარტივი მიაჭირო ხელი იმ მოსამართლის უვადოდ არჩევას, რომელიც სწორედ პირდაპირ დაკავშირებულია იმ წარსულ ძალადობრივ რეჟიმთან“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა