ცოტნე ანანიძე - ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია

10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„1948 წლის 10 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. უნივერსალური დოკუმენტი მოიცავს, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვა უმთავრესი საზრუნავი და ძირითადი პრიორიტეტია. ამ უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყველას ერთად და ყოველ ჩვენგანს ცალ-ცალკე ეხება.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი, მისთვის საზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის მანდატის ფარგლებში, ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს და მზად ვართ, ეს აქტივობები კიდევ უფრო გავააქტუროთ თითოეული მოქალაქის მოთხოვნის შესაბამისად“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

























