მაია ცქიტიშვილი - დიალოგი ყველაზე სწორი გზაა საერთო ენის გამოსანახად - პიკეტირება, ბლოკირება და დესტრუქციული აქციები დიალოგის პროცესს აზიანებს

დიალოგის რეჟიმი ყველაზე სწორი გზაა საერთო ენის გამოსანახად. პიკეტირება, ბლოკირება და დესტრუქციული აქციები დიალოგის პროცესს აზიანებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობის პასუხი კონსტრუქციული ქმედებაა და მთავრობა ჩართული იქნება დიალოგის რეჟიმში.

„დიალოგის პროცესი მიმდინარეობს, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ ორივე მხარეს იმისთვის, რომ შევთანხმდეთ, რა მოდელით ჩავატაროთ არჩევნები და წარვმართოთ პროცესი კონსტრუქციულად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა