ანდრიუს კუბილიუსი - მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა, როცა დანაპირები ვერ შეასრულა - ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და როცა ხალხი ქუჩაშია გამოსული, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს

მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა, როგორც საკუთარი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო დონეზე, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მმართველმა პარტიამ, როდესაც დანაპირები ვერ შეასრულა, მან დაკარგა ნდობა, როგორც თავისი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო დონეზე. ეს იყოს უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნდობა იქნას აღდგენილი,” -განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მისივე თქმით, ადამიანები რომ ქუჩაში არიან გამოსულები და საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორად მიმდინარეობს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის განცხადებით, ევრონესტის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.

იხილეთ ვიდეო: მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა, როცა დანაპირები ვერ შეასრულა - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა