მაია ცქიტიშვილი - ძალიან გამიჭირდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" ყოველდღე გავაკეთო კომენტარები - მოდით, ერთად დაველოდოთ წლის ბოლოს

ძალიან გამიჭირდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" ყოველდღე გავაკეთო კომენტარები. მოდით, ერთად დაველოდოთ წლის ბოლოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის თქმით, კონსორციუმთან მუდმივად აქვს კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში შეხვედრებიც იქნება.

„ნამდვილად ძალიან ცოტა დროა დარჩენილი 16 დეკემბრამდე, როდესაც ეწურებათ 400 - მილიონიანი დაფინანსების მოზიდვის ვადა და შემდეგ წლის ბოლომდე. მოდით, ერთად დაველოდოთ ამ თარიღებს, დაველოდოთ წლის ბოლოს, რამდენად იქნება შესაძლებელი კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შესრულება“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა