ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - ჟენევის მოლაპარაკებებზე დიდწილადაა დამოკიდებული საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტა

დღეს და ხვალ ჟენევაში ტარდება საერთაშორისო ფორმატით მოლაპრაკებები, რომელზეც ძალიან დიდი პროცენტითაა დამოკიდებული ამ საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტა, - ამის შესახებ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა გაეროს ოფისთან, აქციაზე განაცხადა.

თამილა ლაფანაშვილს მოლოდინი აქვს, რომ 13 დეკემბერს, 15:00 საათზე, როცა სავარაუდოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, მას გაათავისუფლებენ.

"დღეს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. მისი აღნიშვნა 1948 წელს დაიწყო. ასეთ დღეს არ უნდა იყოს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში არააღიარებული საზღვრის გამო ციხეში. როგორც ვიცი, იქ ვაჟას გარდა, სხვა ადამიანებიც ჰყავთ დამწყვდეული. პარასკევს იწურება ის ორკვირიანი ვადა, როცა სასამართლო უნდა ჩაინიშნოს. აბსოლუტურად ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ვაჟა უნდა გაათავისუფლონ", - განაცხადა ლაფანაშვილმა.

ცნობისთვის, გაეროს ოფისთან, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა აქცია სახელწოდებით "თავისუფლება ვაჟა ექიმს" გამართეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა