მცხეთის სასამართლოში მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ირაკლი ქართველიშვილის, ბექა ნათელაშვილის, მიხეილ ქუმსიშვილის და ლევან ლელაშვილის პროცესი იმართება. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს.

მათ ბრალდება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„საქმის მოსამართლეა ბადრი შონია, მცხეთელი ვალერიანე ფილიშვილი, ვინაიდან ეს ადამიანი ფიგურირებს ისეთ საქმეებში, როგორიც არის „ციანიდის საქმე“, „ბასიანის“ დაცვის წევრის დაჭრის საქმე და "ბირჟა მაფიას" საქმე. შესაბამისად, ასეთი მოსამართლისაგან გვაქვს ისეთი მოლოდინი როგორიც დადგა წინა შემთხვევაში, როდესაც, ჩვენს თანამებრძოლებს მიუსაჯეს 5 დღე. არ ველოდებით რაიმე დადებით განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მტკიცებულებები, როგორც ფოტო ასევე ვიდეომასალა, თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრებს და როგორ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, რაზეც საპატრულო პოლიცია არ რეაგირებდა," - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტმა მამუკა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, რომ „გაბედეს" აქტივისტები მცხეთის პოლიციაში დღეს, 11:00 საათზე დაიბარეს, სადაც მათ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს, რომელიც მცხეთის სასამართლოს გადაეგზავნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა