თამარ ჩუგოშვილი - სისტემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, უსამართლოა

„ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ქვეყნაში შექმნილ პროცესებს და მმართველ გუნდს შეახსენა, რომ ის წინასწარ აფრთხილებდა მათ სირთულეების შესახებ.

„დახლოებით 1 თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა ეს კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით, რამდენიმე რამეს: ერთი ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას. გამოიწვევდა უკიდურესად გამწვავებას პროცესების, გეუბნებოდით, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდის ხელისუფლების მიმართ ნდობის განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან და უნდა შეგახსნოთ პარტნიორების ნდობა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ, ჩვენ მათზე ვართ ხშირად დამოკიდებულები. ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვქვს არის უსამართლო, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და დღესაც მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა ძალამ გაიაზროს რომ სისტემა, რომელზეც წლების განმავლობაში ვიძახდით რომ სტაბილურობითვის იყო საჭირო, სტაბილურობას კი არ უზრუნველყოფს, უზრუნველყოფს ქუჩას, დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისებს“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, დასავლურ პრესაში იწერება სტატიები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ინვესტორებსა და ტურისტების რაოდენობაზე, საბოლოო ჯამში კი, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც „ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა