ანდრეი კუბილიუსი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას მე, ტაშს ვერ დავუკრავდი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას მე, ტაშს ვერ დავუკრავდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრეი კუბილიუსმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოხარული იქნებოდა, იგივე პროცედურა, რომ ეხილა საქართველოშიც, რაც ლიეტუვაშია.

„ჩვენ ყველა პრობლემის შესახებ, რასაც საქართველო აწყდება, ბევრი არაფერი ვიცით. მივიღეთ ინფორმაცია, სადაც საუბარია მოსამართლეების შერჩევაზე. მესმის, რომ ეს პროცედურა პარლამენტმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ გახადა ისეთი, რომელიც გულისხმობდა საჯარო მოსმენებს, კანდიდატების მიერ რთულ კითხვებზე პასუხს, ასეთი იყო პროცედურა, რომელსაც მე ტაშს ვერ დავუკრავდი. რაც შეეხება პარლამენტის დამოკიდებულებას, როგორ მისცემენ ხმას ისინი თუ ზოგიერთ კანდიდატს არ შეუძლია რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ შემთხვევაში ხმა როგორ უნდა მისცენ? ასე რომ, ისინი შესაბამის შედეგებს მიიღებენ. მე სრული პროცედურა არ ვიცი, არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი. ვერ მოვახდენ პროგნოზირებას როგორ მოხდება მოვლენების განვითარება, თითოეული პარლამენტის წევრი გადაწყვეტს თავად, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი აკეთებენ განაცხადებს ვინ უნდა იყოს არჩეული მოსამართლედ,“ - განაცხადა კუბილიუსმა.

იხილეთ ვიდეო: ანდრეი კუბილიუსი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას მე, ტაშს ვერ დავუკრავდი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა