ანდრეი კუბილიუსი - ადამიანების პატიმრობაში ყოფნა და დევნა ორგანოების მიერ, მათი პოლიტიკური ინტერესის გამო, არ არის შესაბამისობაში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებასთან

ადამიანები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან ან იდევნებიან ორგანოების მიერ, მათი პოლიტიკური ინტერესის გამო, ეს არ არის შესაბამისობაში ევროინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრეი კუბილიუსმა განუცხადა.

მისივე თქმით, დემონსტრაციებზე, 80-ზე მეტი ადამიანის მიმართ საქმის აღძვრა და სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის ევროპული ტრადიცია და არ არის კარგის ნიშანი.

ამასთან, როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ, ივან კრულკომ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესში დაპატიმრებული ადამიანები არ არის ევროპისთვის კარგი გზავნილი.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა პატიმარი იქნება გათავისუფლებული. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მმართველი პარტია განაგრძობს დიალოგს. საქართველოს საარჩევნო კანონი არ არის ჩვენი საქმე, ეს ქართული საქმეა, რომ მიიღონ საუკეთესო კანონი, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს სიტუაციას და რეალობას. მისაღები იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რადგან ყველა პოლიტიკური პარტია იქნას არჩეული პარლამენტში,“ - აღნიშნა კრულკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა