დარეჯან ცხვიტარია - გვაქვს ინფორმაცია, რომ ფოთში პედაგოგებს აიძულებენ, თბილისში 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე წავიდნენ

ყველასთვის ცნობილია, რომ კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯის გადადგმა დააპირა ხელისუფლებამ - 14 დეკემბერს კონტრაქციის ჩატარება დაგეგმა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ფოთში პედაგოგებს აიძულებენ, რათა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების" დირექტივით ხდება. იგი უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს ყველა იმ პირს, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას აიძულებენ.

„ხელისუფლება ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ აგროვებს ხალხს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფოთიდან ძალდატანებით უნდათ პედაგოგების წაყვანა. საჯარო მოხელეებსაც კი არ უნდათ იქ წასვლა. სისხლით მოპოვებული პროპორციული არჩევნების დათმობა, ნამდვილად არ უნდა ახალგაზრდებს და არც დათმობენ. ჩვენც მათ გვერდით ვდგავართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ქართველი ხალხი ამ გადაგდებას არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ქალაქიდან ნებაყოფლობით არავის არ უნდა წასვლა, მაგრამ აძალებენ“, - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ბრიფინგის შემდეგ ცხვიტარია ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში მივიდა და ხელმძღვანელს აღნიშნული პროცესისაგან გამიჯვნა სთხოვა. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ყველა პედაგოგი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა