მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებიდან ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებიდან ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი პოლიტპატიმრებზე საუბრობენ.

„85 - კაციანი სია წარუდგინეს, როგორც პოლიტპატიმრების სია და რეალურად, პატიმრობაში, თუ არ ვცდები, აქედან სულ 4 ადამიანია. ეს თვითონ ფაქტობრივი ტყუილი. ახლა რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, მთელი საქართველო უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს და როგორ ცდილობდნენ პარლამენტში შტურმით შეჭრას, ამიტომ იყო კენჭისყრა და ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ევროპარლამენტარებმა მხარი იმას, რომ ეს საკითხი იმგვარად გასულიყო, როგორც წარადგინეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ვერ იქნა მხარდაჭერილი ის, რაც არის ტყუილი, პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში