ბათუმში, გრიშაშვილის ქუჩა #1-ში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, გრიშაშვილის ქუჩა #1-ში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, თანამედროვე სტანდარტის შენობაში თამარის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი განთავსდა, რომელიც აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.

„სერვისცენტრის მშენებლობის ღირებულება 113 ათას 165 ლარს შეადგენს. ახალი სერვისცენტრები უკვე მოქმედებს ბაგრატიონი 1-ის, ძველი ბათუმისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სერვისცენტრების მიზანია მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება, რაც გულისხმობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპს, რომლის საშუალებითაც მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული მომსახურებების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. სამომავლოდ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება“, - აღნიშნავენ მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს