ნაზი ჯანეზაშვილი მცხეთაში, მედიაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მცხეთაში, მედიაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარღვეულია, როგორც ცენტრის შექმნის ვადები, ასევე კანონის მოთხოვნა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მცხეთის მედიაციის ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს, მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბადრი შონიასა და თსუ-ს ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრს შორის.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საეჭვოა ბადრი შონას მიერ გაცემული ცნობები, რომელიც ზოგადი ხასიათიასაა. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მედიატორთა სიაში ჩარიცხული პირებიდან უმეტესობა " ადვოკატთა ასოციაციის წევრია, ანუ ისინი არიან ადვოკატები".

"რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის საბჭომ მედიატორები შეარჩია და ამ სიაში მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა გამოცდილებაც, ჩემი აზრით, კითხვებს აჩენს. კანონის თანახმად, ადამიანი, ვინც ამ სიაში ჩაირიცხებოდა, უნდა ჰქონოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მედიაციის პროცესების წარმართვის გამოცდილება. ეს არის კანონის დათქმა და ეს უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 28 სექტემბრამდე. მე მაქვს მემორანდუმი,რომელიც გაფორმდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს, მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბადრი შონიასა და თსუ-ს ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრს შორის. ეს მემორანდუმი გაფორმდა იმისათვის, რომ ამის შემდეგ მედიაციის ცენტრი უნდა შექმნილიყო მცხეთის სასამართლოში.ეს ხდება 24 ოქტომბერს, არადა კანონი ითხოვს, რომ ეს 28 სექტემბერს უნდა ყოფილიყო. ასევე მაქვს 15 ცნობა, რომელიც გასცა ბადრი შონიამ. აქ კარგად ჩანს, რომ არ არის დასახელებული კონკრეტული თარიღი. ანუ ამ ცნობიდან არ იკვეთება, როდის ჰქონდათ ამ ადამიანებს მედიაციის გამოცდილება და მედიაციის პროცესები ჩატარებული. მემორანდუმიდან ვვარაუდობ,რომ ეს იყო 24 ოქტომბრის შემდეგ,რაც ცხადია, კანონის დარღვევაა. კანონი ითხოვს იმას, რომ 28 სექტემბრამდე უნდა ჰქონოდათ მედიაციის პროცესები ჩატარებული იმ ადამიანებს, რომლებიც სიაში ჩაირიცხებოდნენ",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა