ზვიად შალამბერიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ მაქენზ სმითთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა დიდ ბრიტანეთსა და იმერეთის რეგიონს შორის უკვე არსებულ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი იმერეთის რეგიონს „ბრიტანეთი-საქართველოს 2019“ სეზონის ფარგლებში ეწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩომ შენობიდან გარეთ გამოსვლა და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ე.წ. "მოძრავი საელჩოების“ მოწყობა გადაწყვიტა, რაც მიზნად ისახავს სიახლეების აღმოჩენას უკვე ნაცნობი დიდი ბრიტანეთის შესახებ.

„ჩვენ საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში უკვე შემოვიარეთ სხვადასხვა მხარეები და მოხარული ვარ, რომ ამჯერად ამ ლამაზ რეგიონსა და ქალაქში ვიმყოფები. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი კავშირები იმერეთის რეგიონსა და ბრიტანეთს და ასევე, ქალაქ ქუთაისსა და ნიუპორტს შორის. აღნიშნულ ქალაქებში უკვე არსებობს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება განათლების, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის მიმართულებით. მე, როგორც ბრიტანეთის ელჩს, მსურს კიდევ უფრო გავაფართოვო ეს კავშირი. მადლობას ვუხდი იმერეთის მხარის რწმუნებულს ინფორმაციული შეხვედრისთვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზ სმითმა.

:დიდი ბრიტანეთის „მოძრავი საელჩოების" პროექტი ძალიან საინტერესო იდეაა, რადგან ეს რეგიონების მოსახლეობისთვის ქვეყანაზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და ბრიტანეთთან უფრო მეტად დაახლოების კარგი საშუალებაა. დიდი ბრიტანეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, რასაც ხელს უწყობს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელსაც მუდმივად ემატება ახალი მიმართულებები. ასევე, ვიმსჯელეთ განათლების მნიშვნელობაზე, ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობით. გარდა ამისა, განვიხილეთ „წყალტუბოს აღორძინების“ პროექტი და რეგიონისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითები“, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს