მოძრაობა  „გაბედეს" აქტივისტების მიმართ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

მცხეთის სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტების - ირაკლი ქართველიშვილის, ბექა ნათელაშვილის, მიხეილ ქუმსიშვილისა და ლევან ლელაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაუდგენელი ვადით გადადო.

ადვოკატ მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, თუ სასამართლო იქნება ობიექტური, სამართალდამრღვევად არც ერთი პირი არ უნდა ცნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება პოლიტიკურ დაკვეთასთან.

,,სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლები იყვნენ ძალიან საცოდავ მდგომარეობაში, ვერც ერთი მტკიცებუკება ვერ წარმოადგინეს, გარდა თავის მიერ შედგენილი სამართადარღვევის ოქმისა. ამიტომ, თუ სასამართლო იქნება ობიექტური, მტკიცებულებების გარეშე სამართალდამრღვევად არც ერთი პირი არ უნდა ცნონ. პირიქით, ჩვენს მიერ მოხდა მტკიცებულების წარდგენა, ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეომასალა, სადაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ ამ მოქალაქეებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ხდებოდა მათზე ძალადობა და ცემა. ასევე, დაიკითხა 5 მოწმე, რომლებიც ერთი და იმავე ჩვენებას იძლეოდნენ და დაასტურეს, რომ არანაირ გინებას ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ყველა შემთხვევაში უნდა შეწყდეს აღნიშნული საქმე და თუ ეს საქმე არ შეწყდება, მაშინ ადგილი ექნება აშკარა პოლიტიკურ დაკვეთას", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ "გაბედეს" აქტივისტები მცხეთის პოლიციაში დღეს, 11:00 საათზე დაიბარეს, სადაც მათ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს, რომელიც მცხეთის სასამართლოს გადაეგზავნა. მათ ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა