80 პედაგოგი, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსახურებულ პენსიაზე გავიდა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამით ისარგებლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ მერებაშვილთან შეხვედრის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დამსახურებულ პედაგოგს რამდენიმე დღით ერთად ყოფნის შესაძლებლობა მისცემოდათ და ქვეყნის მაშტაბით, რომელიმე რეგიონი მოენახულებინათ. პადაგოგების მხრიდან კი არჩევანი კახეთის რეგიონზე შეჩერდა.
„განუზომელია ის შრომა და ღვაწლი რაც თქვენ გაწიეთ ათეული წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სკოლის აღსაზრდელებთან და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პედაგოგებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული დღეები მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესი იყო.