ერდოღანი - თუ ნობელის პრიზს გადმომცემენ მშვიდობის დარგში, მე მასზე უარს ვიტყვი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მას რომ გადასცენ ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში, არ აიღებს.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის გაღიზიანება ნობელის პრემიის ლიტერატურის დარგში, პეტერ ჰენდკისთვის გადაცემამ გამოიწვია. პიტერ ჰენდკი ავსტრიელი მწერალია, რომელსაც სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

„მისცე ნობელის პრიზი რასისტს და მკვლელს, რომელიც არ აღიარებს ბოსნიაში გენოციდს და იცავს ომის კრიმინალებს ნიშნავს იმას, რომ აჯილდოებ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას“,-განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თუ ოდესმე ნობელის პრემიაზე წარადგენენ, ის მის მიღებაზე უარს იტყვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა