„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ ინფორმაციას, რომ პედაგოგებს 14 დეკემბერს თბილისში გამგზავრებას აიძულებენ, სიცრუეს უწოდებს

ფოთში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებას უპასუხეს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" დირექტივით, ფოთის საჯარო სკოლების პედაგოგები 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ეს განცხადება არის სიცრუე. მათივე განმარტებით, ფოთიდან ახალგაზრდები, პედაგოგები და სხვა ნებისმიერი მსურველი არა კონტრაქციაზე, არამედ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიან და ტექნიკურ მხარეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია აგვარებს.

„პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის აქცია, არც კონტრაქცია და არც დემონსტრაცია. ეს არის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელსაც აორგანიზებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია და ის მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც დაიწყო 2 დეკემბერს და სრულდება 14 დეკემბერს გრანდიოზული კონცერტით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით. ჩვენ ეს პრეროგატივა გვერგო ანბანური თანმიმდვრობის წესით საფრანგეთის შემდეგ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება არის სრულიად ნებაყოფლობითი. მასში ჩაერთვებიან, ახალგაზრდები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და ასევე საზოგადოების სხვა დაინტერესებული სეგმენტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ კვინჩიამ.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან