აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელწიფო ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავრობამ არ გაითვალისწინა არც ერთი ის რეკომენდაცია, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტს ჰქონდა და მსგავსი პრეცედენტი მას არ ახსოვს.

მან ასევე უპასუხა კითხვას, უმრავლესობის შესაძლო დატოვების თაობაზე და განაცხადა, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს და აღნიშნულს არ განიხილავს.

"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პირველი მოსმენისას ჩვენ აღნიშნულ საკითხს კენჭი არ ვუყარეთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შენიშვნა გვქონდა, კრიტიკას ვერ უძლებდა აგრარული მიმართულებით ის ციფრები, რომელიც იყო წარმოდგენილი. იყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის ფაროსანასთან ბრძოლის, მეღვინეობის ხელშეწყობის პროგრამის შემცირება, მეჩაიეობის განვითარების პროგრამა, რომელიც იგივე დატოვა მთავრობამ. ერთ- ერთი მწვავე საკითხი, რომელიც დავაყენე გახლდათ ტექნიკით უზრუნველყოფა, რომელშიც ნაცვლად 35 მილიონისა, რომელიც მოთხოვნილი იყო, 5 მილიონი დარჩა და სამწუხაროდ, უკვე 17 მილიონიანი მოთხოვნაა, 500 ფერმერზე არის პირობა მიცემული. მე ვერ ვიხსენებ პრეცედენტს, როცა დარგობრივი კომიტეტის არც ერთი შენიშვნა არ გაუთვალისწინებია მთავრობას,"- განაცხადა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა