თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან და ასევე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (73 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი თავისუფლდება დღგ- საგან და იმპორტის გადასახადისგან.

კანონპროექტის ინიციატორები აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან. მათი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას.

„2018 წლის 1 მაისს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება. ამ პროცესს თან სდევს თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება. ვინაიდან მას ახასიათებს მკვეთრი ადიქციის (დამოკიდებულების) ჩამოყალიბება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გახდეს ის პროდუქცია, რაც ამ თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა განვითარებულ სამყაროში,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა