ქუთაისში,  სამართალდამცველებმა მოძრაობა "გაბედეს" და "შეცვალეს" წევრებს  ნაძვის ხეზე  "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდების უფლება არ მისცეს

ქუთაისში მოძრაობა "გაბედეს" და "შეცვალეს" წევრები ნაძვის ხეზე "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდებას შეეცადნენ.

"ბიძინას სათამაშოები"-ამგვარად აფასებენ მოძრაობის წევრები მინისტრებს და დეპუტატებს. მათი თქმით, ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რადგან საახალწლო ნაძვის ხეს "ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებიც" დაამშვენებს.

მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა ფოტოების განთავსების უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ფოტოები ბუჩქებზე დატოვეს.

"ახალი წელი მოდის და გადავწყვიტეთ, ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე. მილიონები ჯდება ამ "მარიონეტების" შენახვა, ჩვენ მინიმალურ თანხად დავამზადეთ, მაგრამ არ მოგვცეს ნაძვის ხის მორთვის უფლება და სიმბოლურად, ბუჩქებზე დავტოვეთ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა