სოფელ კირნათის მცხოვრებლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მცხოვრებლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი კირნათის ჰესის მშენებლობის გამო დაზარალდნენ: დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპენსაციას, რომელსაც სთავაზობდნენ, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ მიწების უკანონიდ ჩამორთმევას არ დაუშვებენ და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვენ.

„მიმდინარე წლის თებერვალში კირნათის ჰესის გამო, სახნავ- სათესი მიწის ნაკვეთი დაიტბორა, ასევე განადგურდა თევზის მეურნეობა, მოსახლეობამ განიცადა ფინანსური და ეკონომიკური ზარალი. ხელისუფლებამ შექმნა კომისია, რომელმაც შედეგი არ დადო“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ 35 პირის მიმართ საკუთრების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დღეს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების პროტესტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით თუ რაიმე გაუგებრობა არის, მთავრობა შეისწავლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა