ნათია თურნავა - პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება ხოლმე

პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება ხოლმე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორია მისი პოზიცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".

მინისტრის თქმით, ქართული ჯარი პატივსაცემი ინსტიტუტია და ყველაფერი კეთდება მისი განვითარებისათვის.

"ქართული ჯარი არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ინსტიტუტი. ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ეს ასახულია ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში, ასახულია, მათ შორის, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში. გარდა ამისა, საქართველოს ჯარი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პატივსაცემი ინსტიტუტი ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს უზრუნველყოფილი, ნატო-ს სტანდარტების შესატყვისი ჯარი გვყავდეს და ეს არის ეჭვგარეშე. რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის განცხადებას, მან ამის თაობაზე უკვე გააკეთა განმარტება. კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება ხოლმე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტის მსგავსი განცხადება შესაძლოა, თუ არა გახდეს მისი იმპიჩმენტის საფუძველი, ეკონომიკის მინისტრმა ასე უპასუხა: „უკვე გაკეთდა განმარტება ამაზე და იხელმძღვანელეთ ამ განმარტებით".

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა