როდინაული-ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

როდინაული - ობჩის საავტომობილო გზის 5 კმ - იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გზის რეაბილიტაცია 3 მილიონი ლარით არის დაფინანსებული და პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელსაც ზესტაფონის მერია 2019 წელს ახორციელებს, თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანია როდინაული - ობჩის საავტომობილო გზა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს, ზესტაფონს და ბაღდადს აკავშირებს ერთმანეთთან. როდინაული - ობჩის საავტომობილო გზა არის აგრეთვე ზესტაფონი - ქუთაისის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზის მონაკვეთი. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000 მეტი ადამიანი შეძლებს“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე 18 სმ-ის სისქის არმირებული ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია C & K ტექნოლოგი ასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო