შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საკონსულტაციო შეხვედრებს კემბრიჯის შეფასების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი მართავს

კემბრიჯის შეფასების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა ჰიუ ბეიტმანმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისათვის სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შეფასების ექსპერტი ცენტრის საგნობრივი და კვლევის ჯგუფის წევრებს შეხვდა და მათ ტესტების შექმნის უახლეს მიდგომებსა და ტენდენციებზე ესაუბრა. ჰიუ ბეიტმანმა საერთაშორისო გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საკონსულტაციო ტიპის შეხვედრები მუდმივად იმართება. განათლების ადგილობრივ ექსპერტებთან და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კემბრიჯის შეფასების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა