„ევროპული საქართველო“ - მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს

„ევროპული საქართველოს“ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს კი 8 მოსამართლე აკმაყოფილებს.

„საქართველოს პარლამენტის წევრებმა “ევროპული საქართველოდან” საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განხილვის დაწყებიდან კრიტერიუმები შეიმუშავეს, რითაც კანდიდატთა კომპეტენტურობას, კეთილსინდისიერებასა და ზოგად განათლებას/ფასეულობებს აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოს წევრები არ აპირებენ პარლამენტში დაგეგმილ საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ამ შეფასების საბოლოო შედეგებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყოველგვარი კრიტერიუმისა და შეფასების წინასწარ ცნობილი წესის გარეშე გადაწყვიტა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სამუდამოდ გამწესება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

პარტიის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს სამი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. აღნიშნული შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10 ქულიანი სისტემით შეფასებას.

„წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ესენი არიან თამარ ზამბახიძე და ალექსანდრე წულაძე.

ამასთან, წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 8 მათგანი მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ესენი არიან შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე, გოჩა ჯეირანაშვილი, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი. ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში მიღებული შეფასებების მიხედვით თითოეული კანდიდატის საშუალო ქულა 4-დან 7-მდე მერყეობს.

დარჩენილი 10 კანდიდატი მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რადგან თითოეულ კრიტერიუმში მიღებული შეფასებების მიხედვით თითოეული მათგანის საშუალო ქულა 1-დან 3-მდე მერყეობს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, პაატა სილაგაძე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა