ბათუმში, მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ბათუმის წყლიდან" აცნობეს, სპეცტექნიკის მეშვეობით მდინარეებიდან შლამის ამოღება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მისი გაღრმავება და გაფართოება მოხდება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუხსნის დატბორვისა და სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის პრობლემას.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნენ.

"გასულ პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალში და ხახულში მთებიდან დიდი რაოდენობით შლამის შეტანა მოხდა. მდინარეების კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები გამტარუნარიანობის აღდგენას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს",-განაცხადა შპს „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა მარიკა გვიანიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო