იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ჭიათურის თეატრს და მის გულშემატკივრებს დაარსებიდან 125 წლის იუბილეს ულოცავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ჭიათურის თეატრს და მის გულშემატკივრებს დაარსებიდან 125 წლის იუბილეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.

"ჭიათურის თეატრი დაარსებიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. თეატრი 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა და 1910 წლიდან მუდმივმოქმედი დასი ჰყავს. საუკ​უნეზე მეტია, ჭიათურის თეატრს ქართული კულტურის განვითარებაში ღირსეული წვლილი შეაქვს. 125 წლის განმავლობაში თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი წარმატებით დაიდგა. სწორედ ჭიათურის თეატრის "ყვარყვარე თუთაბერი“ მიიჩნევა ქართული თეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განმახორციელებლად. მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე კი ამ სცენური სახის საუკეთესო შემსრულებლად. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის სცენაზე მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ ქართული კინოს და თეატრის შესანიშნავი მსახიობები. ვულოცავ ჭიათურის თეატრს და მის ყველა გულშემატკივარს 125 წლის იუბილეს, ვუსურვებ არაერთ პრემიერას და წარმატებას, დარწმუნებული ვარ, თეატრი საუკუნოვან ტრადიციას კვლავაც ღირსეულად გააგრძელებს და მაყურებელს ბევრ სასიამოვნო წუთს მიანიჭებს",-აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს