ანა დოლიძე და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი 12 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავენ

ანა დოლიძე და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი ხვალ უზენაეს სასამართლოსთან აქციას სახელად „ჩააგდე სია“ გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძემ განუცხადა, აქციის შემდეგ ისინი უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

„ხვალ ჩვენ მოსამართლეებთან მიმართებაში გადამწყვეტი დღე გვაქვს. მე კვლავაც მოვუწოდებ „ოცნების“ დეპუტატებს, რომ ჩააგდონ სია. ხვალ დილას ჩვენ გვექნება აქცია სახელად „ჩააგდე სია“ და შემდგომ მსვლელობა უზენაესიდან პარლამენტამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, დღეს პრინციპულია უზენაესი სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეების გარეშე დარჩეს. „ოცნების“ დეპუტატებს მოვუწოდებ, რომ ამ წითელ ხაზთან ძალიან ფრთხილად იყვნენ იმიტომ, რომ დღეს წითელი ხაზი თავისუფალ და დამორჩილებულ სასამართლოს შორის გადის“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა