ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავას ბრალი იმიტომ წაუყენეს, რომ მან თავდამსხმელისგან თავი დაიცვა

"ევროპული საქართველოს “ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, გიგი უგულავას ბრალი მხოლოდ იმიტომ წაუყენეს, რომ მან თავდამსხმელისგან თავი დაიცვა.

როგორც ადვოკატმა უგულავას გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება, რადგან “ძალადობას გიგი უგულავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია”.

“წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი მიემგზავრებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მათთან მივიდა ორი პიროვნება. დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ დროს რომ თავი დაიცვა, რომელიმე თავდამსხმელს რომ ხელი დაუჭირო, რომ მეორედ არ დაგარტყას და მან ამ ხელის დაჭერით განიცადოს ტკივილი, აი ამიტომ მოხდა ბრალის შერაცხვა გიგი უგულავასთვის. საქმის მასალები ჯერ არ მოუციათ. როგორც გვითხრეს, ხვალ გადმოგვცემენ ყველა მტკიცებულებას. ძალადობას გიგი უგულავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხვალინდელ პროცესზე ასევე გაგვაფრთხილეს, რომ შესაძლოა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელოს. გამომდინარე გარემოებებიდან და უგულავას არაბრალეული ქმედებიდან, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არცერთი აღკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოს მას”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა