პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარლამენტთან განუცხადა, ოპოზიციის ამოცანაა, რომ დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატებს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან.

მისივე თქმით, პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, ბარამიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია არ უნდა დამტკიცდეს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ იმ დეპუტატებს, რათა იგრძნონ, რომ ასე უნამუსოდ მოქცევა არ შეიძლება, რაც ეხება მნიშვნელოვან საკითხს, საქართველოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას და რასაც ახლა აპირებს ივანიშვილის რეჟიმი, „კლანის" მიერ შერჩეული სიის მიხედვით. ეს იმისთვის ხდება, რომ ეს მოსამართლეები თოკზე ჰყავდეს გამობმული და რასაც ეტყვის, ამა თუ იმ საქმეზე ის ბრძანებები შეასრულოს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ბრძანებები ამ ქვეყანაში დასრულდეს", - განაცხადა ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა