გიგა ბოკერია - ვიდრე ამ შეურაცხყოფას უკან არ წაიღებენ, სულ ასეთ არანორმალურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ეს პოლიტიკური "კლოუნები"

ვიდრე ამ შეურაცხყოფას უკან არ წაიღებენ, სულ ასეთ არანორმალურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ეს პოლიტიკური "კლოუნები", - განაცხადა პარლამენტის შენობასთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვს და დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„დღეს გაგრძელდება პიკეტირება და ეს პროტესტი ერთდღიანი კი არ არის, მრავალდღიანია. სანამ ამ შეურაცხყოფას უკან არ წაიღებენ, სულ ასეთ არანორმალურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ეს პოლიტიკური "კლოუნები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას განაგრძობენ, აქტივისტები მათ საყვირებითა და შეძახილებით „მონა“ ხვდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა