ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. მედიის ცნობით, კანონპროექტი, თურქეთის მიერ, რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემების შეძენას და სირიაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება.

კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მათი განცხადებით, შეერთებული შტატების კანონპროექტი გამოხატავს უპატივცემლობას თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილებების მიმართ.

„მსგავსი მცდელობები ანადგურებს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს. ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი აზრი, როცა ანალოგიური კანონპროექტი აშშ-ის წამომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ამჯერად სენატის მიერ მისი განხილვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია მოსმენილ არ იქნა“,-აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა