ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი საქართველოში 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ლექტორებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ლექტორები აცხადებენ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კრიტიკულად დამძიმდა და საქართველო ჩიხშია.

„ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა, კრიტიკულ მდგომარეობამდე მივედით. აუცილებელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ასევე მოვითხოვთ, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ",- განაცხადეს ლექტორებმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ ლექტორები: ბიჭიკო დიასამიძე, მიხეილ მახარაძე, კახა სურგულაძე, ოთარ ცეცხლაძე, ელგუჯა მაკარაძე, მალხაზ ნაკაშიძე, გიორგი მასალკინი, გივი ნახუცრიშვილი, ჯუმბერ შაინიძე და სხვები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა