"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოს დღეს დაგეგმილ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოს დღეს დაგეგმილ სხდომას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტს უცხადებენ. როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებს და მოითხოვენ, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცოს.

„20-21 ივნისის სისხლიანი დარბევების შემდეგ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა მომდევნო არჩევნები, თუმცა ტრადიციულად მოატყუა და „გადააგდო“ ქართველი ხალხი. საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საერთო-სახალხო განხილვებისას ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო საზოგადოებასთან შეთანხმება და ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა. ამ განცხადებით მან დააკნინა უმაღლესი საბჭო და განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო, როგორც ინსტიტუცია კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ თვითონ, ერთი ადამიანი, რომელსაც ამის კომპეტენცია არ გააჩნია. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ დღევანდელ სხდომას, გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას შეასრულოს დაპირება და არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი სისტემით. ამიტომ მოვითხოვთ ინიცირებული კანონპროექტი განხილული და მიღებული იქნას უახლოს მომავალში", - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალიაწინებულ 6 საკითხს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა