„გაბედეს“ წევრებმა პარლამენტთან მიტანილ ნაძვის ხეზე, სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ, მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს და საკანონმდებლო ორგანოსთან ნაძვის ხე დადგეს. მოძრაობის წევრებმა ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს.

„ჩვენ მოვიტანეთ აქ ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოები. ბიძინა ივანიშვილის პირად სათამაშოებს წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომელთა კენჭისყრა დღეს პარლამენტის სხდომაზე მოხდება. სიმბოლურად მათი ფოტოები ნაძვის ხეზე ეკიდოს, ვიდრე ისხდნენ უზენაეს სასამართლოში და მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ისინი არიან კორუმპირებულები“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა მამუკა ჯუღელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა