ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტრთან, ეკატერინე გალდავასთან და ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ჭიათურაში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი წლებია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

„პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურსა და რეზერვუარს, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, ჭაბურღილები და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარები.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქში, წყალმომარაგების კუთხით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ჭიათურის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხნიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია