დღეს, ეკა გიგაურის საჯარო ლექცია „კორუფციის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართება

12 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის საჯარო ლექცია „კორუფციის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მომხსნებელი მიმოიხილავს კორუფციის არსს, კორუფციის რა ფორმები და მასთან ბრძოლის რა ხერხები არსებობს, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა ამ პროცესში. ასევე, ლექციის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან შეკითხვები. ასევე გაეცნობიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტაჟირების პროგრამის შესახებ მეტ დეტალს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი