„ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც შეკრებილებს პარლამენტის შენობიდან ადევნებდნენ თვალს, აქციის მონაწილეებმა „მონები“ უწოდეს

"მონებო, მონებო"- ამ შეძახებით მიმართავენ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" წევრებს. აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებს პარლამენტის შენობის მეოთხე სართულიდან თვალს ადევნებდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები: ნუკრი ქანთარია, ლადო კახაძე და გუგული მაღრაძე, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან შეძახილი "მონებო" მოჰყვა.

პარლამენტთან ამ დროისთვის სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციის მზარდამჭერები იმყოფებიან.

























