არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე - როცა ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ესაა საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს

როდესაც ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ესაა პირდაპირი საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა, რასაც დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ.

თალაკვაძე აცხადებს, რომ კანონის თანახმად, როგორც კი ძალაში შედის გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უწყდება. მისივე თქმით, თუ სასამართლოს შემდგომი ინსტანციები სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ნიკა მელიას უფლება აქვს პარლამენტს დაუკავშირდეს და ეს ინფორმაცია მიაწოდოს.

„საქართველოს კონსტიტუცია და კანონები პირდაპირ ითვალისწინებს, რომ როდესაც ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ესაა პირდაპირი საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს, შესაბამისად, სხვა არჩევანი განხილვისთვის აქ არ არსებობს. საპროცედურო კომიტეტმა ეს განიხილა, გადასცა პლენარულ სხდომას და როგორც კი სხდომა განახლდება, კენჭი ეყრება ამ საკითხს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განიხილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა