„ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის“ თემაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა ნონა ლურსმანაშვილმა თემაზე „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა“ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე, სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელი მარინა კუპატაძე, ფსიქოლოგი მანანა ნადირაძე, საკრებულოს დეპუტატები და ტრენინგ-ცენტრთან არსებული ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგ-ცენტრთან არსებული ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა: სალომე ლელაძემ და მარიამ გობეჯიშვილმა დამსწრე საზოგადოებას, „ქალთა მიმართ ძაადობის“ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გოგა ხატიაშვილმა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„ქალთა ოთახის“ მენეჯერის ნონა ლურსმანაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრების მიზანია ცნობიერების ამაღების გზით ახალგაზრდებში, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ძალთა უთანასწორობის გამოვლენას წარმოადგენს და გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურული ბუნებით ხასიათდება. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის და ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს პასუხს სათანადო, ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის პასუხისმგებლობას, იგი მთლიანი სახელმწიფოს, საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა და საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევის გაერთიანებას და კოორდინირებულ მუშაობას. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო