პარლამენტში ამტკიცებენ, რომ შენობაში დღეს არც ერთი უცხო პირი არ შესულა და გამორიცხულია, სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტი „სირცხვილიას“ უკავშირდებოდეს

პარლამენტში გამორიცხავენ, რომ სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტის უკან მოძრაობა „სირცხვილია“ იდგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეპუტატების, აპარატის თანამშრომლებისა და აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა არც ერთი უცხო პირი არ შესულა, რადგან საშვით შესვლის რეჟიმი არ მოქმედებს.

„პარლამენტის შენობაში შემოდიან მხოლოდ თანამშრომლები და მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები. საშვის დაშვება არც ერთ ადამიანზე არ მომხდარა. შესაბამისად, სრულიად გამორიცხულია, რომ გარეშე პირი მოხვედრილიყო პარლამენტის შენობაში, არა თუ სხდომათა დარბაზში. უშუალოდ სხდომათა დარბაზში შედიან მხოლოდ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ისიც შეზღუდული რაოდენობით. ასევე, სხდომათა დარბაზის აივანზე შესვლის უფლება აქვთ აკრედიტებულ ჟურნალისტებს. ასე რომ, პარლამენტი და მითუმეტეს პლენარული სხდომის დარბაზი იმდენად დაცული ზონაა, რომ იქ „სირცხვილიას“ წევრების თუ ნებისმიერი გარეშე პირის მოხვედრა გამორიცხულია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიამ“ პარლამენტში სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ მალევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ისინი იღებდნენ“. მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელში ხსნარის - ACD-ს ფოტოც გამოაქვეყნეს, რომელიც მათი ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში გამოიყენეს. საზოგადოების ნაწილი „სირცხვილიას“ აღნიშნულ პოსტებს სერიოზულად იღებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ორგანიზაციის წევრები ხუმრობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა