გორის მერია - გორის მერიამ საცხოვრებელი კოტეჯი მეხუთე ოჯახს გადასცა

გორის მერიის ინფორმაციით, ახალ წელს მაგული მანძულაშვილი 7 წლის შვილთან ერთად ახალ, საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება. სოფელ მეჯვრისხევში დედა - შვილს კოტეჯის გასაღები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ პაატა ივანიშვილმა გადასცეს.

„მანძულაშვილები 4 წლის განმავლობაში სოფელში ავარიულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ და ქირის თანხას გორის მერია უხდიდა. დღეიდან ისინი კეთილმოწყობილ კოტეჯში გააგრძელებენ ცხოვრებას. გორის მერიამ მიმდინარე წელს კოტეჯი უკვე მეხუთე ოჯახს გადასცა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.

მერია უსახლკაროთა დასახმარებლად რამოდენიმე პროგრამით მუშაობს. 2019 წელს 91 ოჯახს მერია ბინის ქირას უნაზღაურებს, წელს გორში მუნიციპალურ და სოციალურ საცხოვრისში 49 ოჯახი, ერთი ოჯახი კი სოფელში მერიის მიერ შეძენილ საცხოვრებელ სახლში შესახლდა, 5 ოჯახს კოტეჯი გადაეცა. სულ 2019 წელს საცხოვრისით დაკმაყოფილდა 145 ოჯახი. მიუსაფარი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფას მერია მომავალშიც გააგრძელებს,”-აცხადებენ გორის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა