ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქის 30-მდე ქუჩაზე ასფალტის საფარი სრულად არის აღდგენილი.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და მშენებლობისთვის მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 14 084 824 ლარი, ხოლო სამუშაოების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 386 645 ათასი ლარი გამოიყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს