საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქუთაისში ევროკავშირი-საქართველოს დროშები აღიმართა, რომელსაც ზვიად შალამბერიძე დაესწრო

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქუთაისში ევროკავშირი-საქართველოს დროშები აღიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

„ძალიან საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა ჩვენს ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო კარგად გაართმევს თავს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენი ევროინტეგრაციის კურსის სწორად წარმართვაში და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატებს, რომელთა სწორი მუშაობაც კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროპის ოჯახთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად შალამბერიძემ.

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 27 ნოემბერს გადაიბარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა