ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე "ქართულ ოცნებას",- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა აიღო ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ამ მოსამართლეების საშუალებით " გაპრავდა".

"მორალური ტესტი ვერ გაიარა ვერც ერთმა კანდიდატმა იმიტომ, რომ ადეიშვილის მოსამართლეები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომელიც თავისი კეთილდღეობისთვის დაღუპავს უამრავ ადამიანს, სიბინძურეებს ჩაიდენს. ხელფასი რომ აეღოთ ყოველთვიურად, ათობით ადამიანს ციხეში უშვებდნენ. ეს ადამიანები გააფორმა დღეს "ქართულმა ოცნებამ". ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე "ქართულ ოცნებას". თითოეული ნაწამებ, გაუბედურებელ ადამიანებზე , ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც გაპრავდა სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით, ამაზე პასუხისმგებლობა აიღო "ქართულმა ოცნებამ" და აი ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა