ანონსი 13 დეკემბერი

13 დეკემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

13 დეკემბერს, 10:00 საათიდან, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა შესრულდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძის თურქ და ჩინელ მედიკოსებთან შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N 410 )

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი, N638

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში, ექიმ-ვეტერინარი გიორგი ჩიკვაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს პარლამენტში ხსნარის "ACD ფრაქცია 2" დაღვრა, რომელიც შემუშავებულია რუსეთის სპეც. სამსახურების მიერ; რისთვის იყენებენ ხსნარს, რა შედეგების იწვევს მისი გამოყენება და რას ითხოვდნენ ონკოლოგები.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას სამართალდამცავი უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი, N515.

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართება. გამწვანების აქციაში მონაწილეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, მერიისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, „თი ბი სი“ ბანკის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებენ.

მის: ვარკეთილი , ალექსიძის ქუჩა (პოლიციის შენობასთან)

საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი - 595 09 31 43

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე „მედიაცენტრც მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს პარლამენტში ხსნარის "ACD ფრაქცია 2" გამოყენება.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

13 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

13 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები - იქნება, თუ არა კონტრაქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 დეკემბერს 12.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში" უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება.

13 დეკემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მსოფლიოს უმსხვილესი მუსიკალური გამომცემლობა SONY/ATV-ის წარმომადგენელი ანნა ლასკოვსკა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: SONY/ATV-ის მიერ საქართველოს ბაზარზე პირდაპირ შემოსვლა და საავტორო უფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსის მოსახლეობა ანა დოლიძესთან ერთად თბილისის მერიასთან გამართავს აქციას - გადავარჩინოთ „ანას ბაღი“.

მის: ჟიული შარტავას ქ. 7

საკონტაქტო: 599 437 403

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საგანგებო ბრიფინგს გამართავს თემა: მოსამართლეთა არჩევის გამო შექმნილი ვითარებიდან შესაძლო გამოსავალი.

საქართველოს პარლამენტი, ბიუროს ოთახის წინ (B კორპუსი, II სართული).

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

მის: მაჩაბლის №11

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მსოფლიოს უმსხვილესი მუსიკალური გამომცემლობა SONY/ATV-ის წარმომადგენელი ანნა ლასკოვსკა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: SONY/ATV-ის მიერ საქართველოს ბაზარზე პირდაპირ შემოსვლა და საავტორო უფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

საკონტაქტო: სალომე ბენაშვილი-577 110 571

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები - იქნება, თუ არა კონტრაქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

13 დეკემბერს, 12:45 საათზე, „როსსია სეგოდნიას" საქართველოს წარმომადგენლობის პრესცენტრში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან ვიდეო პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: აღმაშენებლის გამზირი №61

13 დეკემბერს, 13:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი და ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი ხმა“ უზენაეს სასამართლოსთან გამართავენ პერფორმანსს და მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მის: ძმები ზუბალაშვილების 32

საკონტაქტო: 599 437 403

13 დეკემბერს, 13:00 საათზე, თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მის: თელავი, სასტუმრო „Holiday Inn Telavi", (შოთა რუსთაველის ქ. №2) საკონტაქტო: ლალი გალუმაშვილი - 595 05 57 50​

13 დეკემბერს, 13:30 საათზე, კონფერენცია თემაზე: „დიალოგი - განათლება და ჯანდაცვა“ გაიმართება, რომლის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და სამედიცინო ორგანიზაციებს „ევექსსა“ და „პინეოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“

საკონტაქტო: 591 05 05 24

13 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 დეკემბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო „Wyndham Grand“-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" დახურვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის პარტნიორი სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები.

მის: გუდიაშვილის ქ. # 3.

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, III სართული).

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“ გაიმართება .

კონფერენციაში, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

13 ნოემბერს, 16:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ბოჭორმის №12

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნება.

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ღვინის ქარხნის საგამოფენო დარბაზში, მორაგბე მხატვართა და სკულპტორთა ნამუშევრების გამოფენა.

მის: ი.პეტრიაშვილის №1

13 დეკემბერს, 18:30 საათზე, Stamba Books • სტამბის წიგნებში, „ტოპ თრილერის“ ახალი წიგნის, გილიან ფლინის „ბასრი საგნების“ წარდგენა გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა