რუსთავში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი გარდაიცვალა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა, მანამდე კი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შედეგად ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებული მძღოლი კი კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა